მთავარი
კატეგორია

ყველა ტიპის ონლაინ ბილეთი ერთ პლატფორმაზე

ყველა ბილეთი ერთ სივრცეში

ივნ
ივლ
აგვ
სექ

თბილისიბათუმი

სხვა მიმართულებები თბილისიდან

სამტრედია

ქუთაისის აეროპორტი

ურეკი

ქობულეთი

ნიგოითი

ხაშური

ყველა

კინო

ყველა
ივნ
ივლ
აგვ
სექ
FAQs
ხშირად დასმული კითხვები

როგორ შევიძინო ბილეთები TKT.GE-ზე მარტივად?

უბრალოდ აირჩიე სასურველი კატეგორია (მაგალითად, თეატრი ან სპორტი), მონიშნე ღონისძიება, შეარჩიე ადგილი რუკაზე და გადაიხადე ბარათით. ბილეთი მომენტალურად აისახება შენს პირად კაბინეტში.

რა ტიპის ტრანსპორტის ბილეთების ყიდვაა შესაძლებელი?

ჩვენთან ხელმისაწვდომია საქართველოს რკინიგზის, ავიაბილეთებისა და საქალაქთაშორისო ავტობუსების ბილეთები. ტრანსპორტის სექციაში შეგიძლია ნახო მგზავრობის სრული განრიგი.

სად ვნახო ინფორმაცია მომავალი ფესტივალებისა და საერთაშორისო ღონისძიებების შესახებ?

ამისათვის ეწვიე "მუსიკის" ან "ფესტივალების" კატეგორიას. ჩვენი ღონისძიებების განრიგი მუდმივად ახლდება, რაც საშუალებას გაძლევს, წინასწარ დაგეგმო დასწრება.

შესაძლებელია თუ არა ბილეთების შეძენა კულტურული და საგანმანათლებლო აქტივობებისთვის?

რა თქმა უნდა! მუზეუმების, საგამოფენო სივრცეების, კონფერენციებისა და მასტერკლასების ბილეთებს იპოვი "კულტურისა" და "განათლების" სექციებში.

როგორ დავგეგმო დასვენება TKT.GE-ს საშუალებით?

გამოიყენე ჩვენი ტურიზმის, ზღვისა და მთის კატეგორიები. აქ ნახავ ყველაფერს: აკვაპარკის ბილეთებიდან დაწყებული, ექსტრემალური ტურებითა და სათხილამურო პაკეტებით დამთავრებული.

TKT.GE - გართობისა და მგზავრობის ყველა ბილეთი ერთ სივრცეში

დღევანდელ რეალობაში, დრო ძვირად ფასობს. ყოველდღიური დაძაბული გრაფიკისა და გაუთავებელი შეხვედრების შემდეგ განტვირთვა, დასვენება და მოგზაურობა აუცილებელია. ხშირ შემთხვევაში კი ამ ყველაფრის ორგანიზება ცალკე ძალისხმევას მოითხოვს. თუ სიტუაცია გეცნობა, tkt.ge შენთვისაა, რომელიც არ არის მხოლოდ ბილეთების გაყიდვის პლატფორმა, ის არის ყველაზე მასშტაბური ციფრული ჰაბი საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს კულტურულ ღონისძიებებს, სპორტულ მატჩებს, ფესტივალებსა და სატრანსპორტო კომუნიკაციებს.

ჩვენი მიზანი მარტივია: ბილეთების ყიდვა ონლაინ უნდა იყოს ისეთივე სასიამოვნო პროცესი, როგორც თავად ღონისძიებაზე დასწრება. სულ რამდენიმე ნაბიჯი და სასურველი ბილეთი უკვე თქვენს სმარტფონშია.

რატომ უნდა იყიდო ბილეთები ონლაინ?

სანამ კატეგორიებს მიმოვიხილავთ, ვნახოთ, რა უპირატესობა აქვს ციფრულ პლატფორმას ფიზიკურ სალაროსთან შედარებით:

მახასიათებელიTKT.GE (ონლაინ)ფიზიკური სალარო
დროის დაზოგვაყიდვა 30 წამში, ნებისმიერ დროსრიგში დგომა, შეზღუდული სამუშაო საათები
ადგილების არჩევაინტერაქტიული რუკა (ზუსტი ხედვით)ვერ ხედავთ დარბაზის რეალურ სქემას
ბილეთის შენახვაApple Wallet / Google Pay / E-mailდაკარგვის ან დაზიანების რისკი
ინფორმაციასრული ღონისძიებების განრიგიმხოლოდ კონკრეტული ობიექტის ინფორმაცია

კულტურა და გართობა - აღმოაჩინე საუკეთესო ღონისძიებები

ქართული კულტურული ცხოვრება თბილისსა და რეგიონებში მუდმივად აქტიურია. ჩვენთან განტვირთვის მრავალფეროვნება დაგხვდება:

თეატრი და ოპერა

დაათვალიერე თბილისისა და რეგიონების წამყვანი თეატრების აფიშა. ჩვენთან შეგიძლია ბილეთების დაჯავშნა ისტორიულ სივრცეებში, როგორიცაა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრები. ინტერაქტიული სქემის დახმარებით, თავად ირჩევთ სასურველ იარუსსა და რიგს.

კინო და პრემიერები

თვალი ადევნე მსოფლიო პრემიერებს. შეიძინე ბილეთები კინოსეანსებზე კავეასა და ამირანის ქსელში რიგში დგომის გარეშე. აირჩიე სასურველი ენა (ქართული, ინგლისური) და ფორმატი (IMAX, 3D).

მუზეუმები, გამოფენები და სტენდაფი

  • მუზეუმები: აღმოაჩინე საქართველოს ისტორია და თანამედროვე ხელოვნება ეროვნულ მუზეუმსა თუ სხვა საგამოფენო სივრცეებში. აქ იპოვი ყველაფერს - უძველესი არქეოლოგიური საგანძურით დაწყებული, თანამედროვე მულტიმედიური ექსპოზიციებით დასრულებული.
  • სტენდაფი: თუ გიყვარს არაფორმალური გარემო და იუმორი, სტენდაფ-შოუები შენთვისაა.

მუსიკა და ფესტივალები

თუ მელომანი ხარ და საყვარელი მომღერლის ნახვა ლაივში გსურს, ჩვენთან ნახავ ბილეთებს საერთაშორისო დონის ვარსკვლავების კონცერტზე. ასევე, შეგიძლია აღმოაჩინო ელექტრონული მუსიკის სხვადასხვა სცენები.

  • ფესტივალები: Tbilisi Open Air, Black Sea Jazz Festival, 4GB, სუხიშვილები და სხვა მასშტაბური ღონისძიებები.
  • კონცერტები: ცოცხალი შესრულება ნებისმიერ ჟანრში - როკიდან დაწყებული, კლასიკური მუსიკით დასრულებული.

ტრანსპორტი და ტურიზმი - დაგეგმე მგზავრობა მარტივად

გარდა გართობისა, ჩვენი პლატფორმა მოგზუარობის დაგეგმვასაც გიმარტივებს:

  1. საქართველოს რკინიგზა: იყიდე მატარებლის ბილეთები ნებისმიერი მიმართულებით (ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი).
  2. ფრენის ბილეთები: იპოვე საუკეთესო შეთავაზებები ავიაბილეთებზე.
  3. საქალაქთაშორისო ტრანსპორტი: ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ბილეთები სახლიდან გაუსვლელად.

თუ მგზავრობასთან ერთად ახალ თავგადასავლებსაც ეძებ, აუცილებლად დაათვალიერე ჩვენი ტურიზმის სექცია. საქართველოში რამდენიმე საათში შეგიძლია ჯერ ზღვის სანაპიროზე დასვენება, შემდეგ კი მაღალმთიან რეგიონებში ასვლა.

სპორტი და თავგადასავალი

თუ სპორტის ქომაგი ხარ, აქ უამრავი სხვადასხვა ტიპის ბილეთი დაგხვდება, შეგიძლია მხარი დაუჭირო შენს ფავორიტ გუნდს.

  • გუნდური სახეობები: ფეხბურთის, რაგბის და სხვადასხვა სახეობის მატჩები.
  • ზამთრის სეზონი: სათხილამურო სწავლებები და სამთო ფესტივალები გუდაურსა და ბაკურიანში.
  • ექსტრემი: პარაგლაიდინგი, იახტის მართვის კურსები და ინდივიდუალური წვრთნები მათთვის, ვისაც ადრენალინი სწყურია.

განათლება, ჰობი და საბავშვო ღონისძიებები

ყოველდღიურ დამღლელ რუტინას თავი რომ დააღწიო, მნიშვნელოვანია ჰობის აღმოჩენა და თვითგანვითარება. TKT.GE-ზე უამრავი სხვადასხვა შესაძლებლობაა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის:

  • განათლება: ბიზნეს ფორუმები, ტექნოლოგიური კონფერენციები და ვორქშოპები.
  • ჰობი: ხატვის, კერამიკისა და კულინარიული მასტერკლასები.
  • ბავშვებისთვის: თოჯინების თეატრი, ცირკი და შემეცნებითი შოუები თქვენი პატარების დაუვიწყარი მოგონებებისთვის.

TKT.GE-ს ტექნოლოგიური უპირატესობები

ჩვენი პლატფორმა მუდმივად ვითარდება, რათა შენი ყოველდღიურობა სახალისო, შემეცნებითი და აქტიური გახდეს:

  • რეგისტრაციისა და გადახდის დრო მინიმუმამდეა დაყვანილი.
  • ბილეთის შენახვა შესაძლებელია Apple Wallet-სა და Google Pay-ში. აღარ არის საჭირო ბილეთის ამობეჭდვა.
  • შეგიძლია გამოიყენო ფილტრები თარიღის, კატეგორიისა და ფასის მიხედვით სასურველი ივენთის საპოვნელად.

არ გამოტოვო საინტერესო მოვლენები - შეიძინე ბილეთი დღესვე TKT.GE-ზე!

TKT.GE Logo

გადმოწერე განახლებული აპლიკაცია

ახალი TKT.GE-ს აპლიკაციით — შეიძენ სასურველ ბილეთს, შეინახავ შენს ციფრულ სივრცეში და გააგზავნი მეგობრებთან სულ რამდენიმე წამში. ყველაფერი რაც გჭირდება ერთ აპლიკაციაში

App StoreGoogle PlayApp Section mockApp Section mock
tnet
tnet logotnet logotnet logotnet logotnet logotnet logotnet logotnet logotnet logo