ცა მინორში

03 მაისი

არტ ჰოლი 03 მაისი 2019 - 19:00

10B - 15B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

ქართული ცეკვის ანსამბლი „დაისი“ ჩამოყალიბდა 2013 წელს. ამ დროის განმავლობაში ძალიან დიდ სიყვარულს და დაფასებას ვიღებთ მაყურებლისგან. ჩვენი მიზანია, წვლილი შევიტანოთ ქართული ცეკვის ხარისხიან განვითარებაში. „დაისში“ ახალგაზრდა, ენერგიული და კრეატიული ქორეოგრაფები მუშაობენ. ანსამბლის მოცეკვავეები გამოირჩევიან საქმის სიყვარულით და პროფესიონალიზმით.

ბენდი ,,მუცო" დაარსდა 2014 წელს. ბენდის ძირითადი მიმართულება ქართული სიმღერებისა და ნაწარმოებების შესრულებაა სხვადასხვა ჟანრში, როგორიცაა: ფოლკლორი, გალობა, რეგი და ქალაქური სიმღერები. ბენდს უკვე ჩაწერილი აქვს 11 საავტორო სიმღერა და კომპოზიცია, გამოშვებული აქვს საავტორო დისკები. კონცერტზე ბენდი წარმოადგენს რჩეულ სიმღერებსა და კომპოზიციებს.

ანსამბლი ,,დაისი" და ბენდი ,,მუცო" რამდენიმე წელია ერთად მუშაობენ სხვადასხვა ღონისძიებებზე, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

არ გამოტოვოთ წარმოდგენა რომელიც აქამდე არსად გინახავთ. ბედნიერი და ემოციური წუთები, რომელსაც ჩვენ გაჩუქებთ - ნათელ და ღრმა კვალს დატოვებს თქვენს მეხსიერებაში.

3 მაისი

არტ ჰოლი 03 მაისი 2019 - 19:00

10B - 15B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად