მთავარი / მუდამ ერთად
მუდამ ერთად

17 მაისი

თავისუფალი თეატრი 17 მაისი 2019 - 19:00

დრამა ერთ მოქმედებად

რეჟისორი: იოანე ხუციშვილი
მხატვარი: თეო კუხიანიძე
მუს. გაფორმება: გიორგი ჯიქია
სარეკლამო დიზაინი: კახაბერ შარტავა

მონაწილეობენ: თამუნა ნიკოლაძე, ნინო ფილფანი.

სპექტაკლი, ორი დის - ალექსანდრას და იოანას ცხოვრებაზეა. 18 წლის მწერალი - ალექსანდრა საკუთარი ქვეყნიდან შვეიცარიაში გაქცევას ახერხებს, 17 წლის მსახიობი - იოანა კი რუმინეთში რჩება. დების ურთიერთობა კი ხანმოკლე და იშვიათი სატელეფონო საუბრებით და ხშირი, ოღონდ ცენზურის მიერ გაკონტროლებული წერილებით არის შესაძლებელი. წერილები ხდება მათი მთავარი საკომუნიკაციო საშუალება. ყველაფერია ამ წერილებში: ტკივილი, მონატრება, საყვედური, ერთმანეთის საქციელის გაუგებრობა, ღალატი, სიყვარული, ეს წერილები შლის საზღვრებს და ქმნის ახალ ბარიერებს დების ურთიერთობაში. მწერლობაში წარმატებული ალექსანდრა, შვილთან ერთად ბრუნდება სამშობლოში, თავის დასთან-იოანასთან რომელიც წარმატებული მსახიობია. ხშირ შემთხვევაში სამშობლოში დარჩენა უფრო გმირობაა ვიდრე გაქცევა, ქვეყნისადმი ტკივილი გაიძულებს გაიქცე და ამ ტკივილს აქვს ასევე ძალა, დაგაბრუნოს უკან სახლში, სამშობლოში.

სპექტაკლი დაიდგა ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით

18 წლამდე ასაკის პირები სპექტაკლზე არ დაიშვებიან.


17 მაისი

თავისუფალი თეატრი 17 მაისი 2019 - 19:00
დააკლიკეთ რუკის სანახავად