Alternate Text
Deborah De Luca

22 ნოემბერი

Alternate TextMonoHall Alternate Text22 ნოემბერი 2019 - 22:00

60B - 100B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა
Doors Open: 22:00

ელექტრონული მუსიკის კულტურის აღწერა არ იქნება სრულყოფილი დებორა დე ლუკას გარეშე. იგი ფართოდ აღიარებულია როგორც ტექნოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი და რეგულარულად დგება მსოფლიოს ყველაზე გამორჩეულ დიჯეების მაგიდებთან. დებორას აქვს უნიკალური უნარი მოაჯადოვოს მსმენელი მისი ელექტრონულად დამუხტული, ტექნიკური ნიუანსებით აღსავსე მუსიკალური ნაკრებებით, მძიმე ტექნოს, მინიმალის და მელოდიური ბგერებისერთმანეთთან შერევის გზით შთანმთქმელ ეფექტამდე. ის იყო პირველი, ვინც გამოიყენასოციალურ ქსელები როგორც რეკლამირების საშუალება, თუმცა ამავე დროს დებორა ახერხებსრომ შეინარჩუნოს მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოება. დებორას მიზანდასახულობა და თავისი საქმისადმი გატაცება შეუდარებელია, რაცთავის მხრივ მას აქცევს უკანასკნელ ათწლეულში ტექნოს საერთაშორისო სცენიდან წარმოშობილ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ხელოვანად.დებორა დაიბადა უსახელო „Vele di Scampia“-ში - ნეაპოლის ერთ-ერთი კრიმინალური უბანი. დღეს მსოფლიოს მასშტაბით აღიარებულმა დიჯეიმ, პროდუსერმა და ლეიბლის ხელმძღვანელმა დაიწყო არაფრიდან და თავად გაიკვალა გზა საერთაშორისო წარმატებისკენ, მიუხედავად უამრავი წინაღობისა. თუმცა ამ ყოველივემ შექმნა ის. „შენ არ უნდა მისცე სხვას უფლება გითხრას ვინ შეგიძლია ან არ შეგიძლია რომ გახდე“ - მან დასძინა მის იშვიათ ინტერვიუში მის ადრეულ ცხოვრების ეტაპზე საუბრისას, კერძოდ, იმ პერიოდში როდესაც ის მუშაობდა მოცეკვავედ ღამის კლუბში. „მართალია ბოლო წლებში მივაღწიე პოპულარულობას, მაგრამ მე დიდი მადლობელი ვარ იმ გრძელი მოგზაურობის, რომელმაც აქამდე მომიყვანა“. დებორას წარსული და მისი უნებლიე ეთიკა არის ამ წარმატებული ხელოვნის განუყოფელი ნაწილი. დებორამ მისი მუსიკალური კარიერის დასაწყისში მოღვაწეობდა ჩრდილოეთ იტალიაში, ხოლო შემდგომ სწავლობდა მოდის სკოლაში მოდენაში. მან მალევე გააცნობიერა რომ მუსიკა იყო მისი ნამდვილი მოწოდება. დებორას დაუღალავმა შრომამ და დაუნდობელმა მიზანდასახულობამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო და 2013 წელს მან წარმოიწყო „Sola_mente Records“. ეს უკანასკნელი წამოწყებული იყო როგორც პლატფორმა საკუთარი მუსიკისთვის, რომელიც თავისუფალი იყო ზეგავლენისგან და გარემო ფაქტორებისგან. ლეიბლი უფრო და უფრო ძლიერდებოდა და 2018 წლის ნოემბერში დებორამ აღნიშნა მისი კარიერის ათი წლის იუბილე საკუთარი სადებიუტო ალბომის „Ten”-ის გამოშვებით. იტალიელი პროდუსერისთვის აღნიშნული წარმოადგენდა საკვანძო მოვლენას. „Ten“ წარმოადგენს მნიშვნელოვან გზას და ნამუშევარს, რომელსაც ის უსაზღვროდ აფასებს.ბევრი მოიხსენიებს მას როგორც „ნეაპოლის დედოფალს“, თუმცა დებორა თავს ყველაზე კომფორტულად დიჯეის მაგიდასთან გრძნობს. იგი ყოველ კვირას კონტინენტიდან კონტინენტზემოგზაურობს და უკრავს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებებზე. იგი აწყობს როგორცენერგიით აღსავსე შესრულებებს უდიდეს საერთაშორისო ფესტივლებსა და ფარულ ღამის კლუბებში, ასევე სულისშემკვრელ ცოცხალწარმოდგენებს, რომელთა მაუწყებლობა ხდება მსოფლიოს მასშტაბით. თავისი საქმით გატაცებული და შრომისმოყვარე, ქარიზმატული, მაგრამ ამავე დროს ჩაკეტილი, დებორა დე ლუკამ უკვე დატოვა წაუშლელი კვალი მუსიკის ინდუსტრიაში და ისმხოლოდ ახლა იწყებს.

I კალათა - 50 ლარი
II კალათა - 60 ლარი
III კალათა - 70 ლარი

ასაკობრივი შეზღუდვა: 16+




22 ნოემბერი

Alternate TextMonoHall Alternate Text22 ნოემბერი 2019 - 22:00

60B - 100B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
ბილეთები

II კალათა - 60 B

-
1
+
60 B

VIP Ticket - 100 B

-
1
+
100 B
დააკლიკეთ რუკის სანახავად