მთავარი კონცერტები
ღამის სერენადები

სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლიღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი" 37 წლის ისტორიას ითვლის. ფეს­ტი­ვა­ლის და­მა­არ­სე­ბე­ლი და უც­ვლე­ლი სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლია მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე და დირიჟორი ლი­­ნა ისაკა­ძე. უკვე მეორე წელია მასთან ერთად ფესტივალს მუსიკოსი გი­ორგი ისა­კა­ძე ხელმძღვანელობს.
წელს “ღამის სერენადები” აღდგენიდან მეთერთმეტედ გაიმართება. 25, 27 და 28 აგ­ვის­ტოს ფესტივალს ბათუმის ახლად რესტავრირებული ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი უმასპინძლებს. 2 და 4 სექტემბერს საფესტივალო საღამოები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გადაინაცვლებს.
ფესტივალის საბაზო ორკესტრია ლი­ა­ნა ისა­კა­ძის ინიციატივით შექ­მნი­ლი კა­მე­რუ­ლი ორ­კესტრი "საქართველოს ვირ­ტუ­ო­ზე­ბი". ფესტივალის მთავარი დირიჟორია ვახ­ტანგ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი (საქართველო/გერმანია). ფესტივალის მოწვეული დირიჟორია პანტელის კოგიამისი ( საბერძნეთი/ავსტრია).
წლე­ვან­დელი ფეს­ტი­ვა­ლის სა­კონ­ცერ­ტო სა­ღა­მო­ებ­ზე მსოფ­ლიო კლა­სი­კის შე­დევ­რებს შე­ას­რუ­ლე­ბენ მსოფლიოში აღიარებული ისეთი მუსიკოსები, რო­გო­რე­ბიც არი­ან: ალექსანდრე თორაძე (ფორტეპიანო, საქართველო/აშშ); ნანა იაშვილი (ვიოლინო, საქართველო/გერმანია); ნინო სურგულაძე (მეცო-სოპრანო, საქართველო/იტალია); ანა-ლიზა ბეზროდნი (ვიოლინო, ინგლისი/ფინეთი); იან-ერიკ გუსტავსონი (ჩელო, ფინეთი); „ფორტე-ტრიო“ – ყაზახეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ტრიო; გიორგი ცაგარელი (ალტი, საქართველო); დავით შამანაური (საყვირი, საქართველო); კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი (საქართველო).
ფეს­ტი­ვა­ლის დირექტორია ნინა ცაგარელი.
ფესტვალის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი კომ­პა­ნი­ა - "არტ-ალი­ან­სი".


ფესტივალის საზეიმო გახსნა – ლექსო თორაძე

ვივალდის ,,წელიწადის დრონი'' – ნანა იაშვილი

XX საუკუნის შედევრები

,,ღამის სერენადები'' თბილისში

,,ჯადოქრის სიყვარული'' – ნინო სურგულაძე