მდგმური


ახალი თეატრალური კომპანია “ჰარაკი” წარმოგიდგენთ: ,,მდგმური” ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოების მიხედვით.

ინსცენირება: მარიამ მეღვინეთუხუცესი, დათა ფირცხალავა
რეჟისორები: სანდრო კალანდაძე, გიორგი არაბული
მხატვარი: მარიამ კალანდაძე
კომპოზიტორი: გიორგი ანთაძე
მონაწილეები: ანანო მახარაძე, ანასტასია ჭანტურაია, ნატალია გაბისონია, ბექა ხაჩიძე, ბიჭკა ჭეიშვილი, გიორგი რაზმაძე, თემო რეხვიაშვილი

ჯემალ ქარჩხაძის პირველი რომანი ,,მდგმური” დაწერილია 70-ან წლებში, ჩაკეტილ და კონტროლირებად საქართველოში. რომანი მოგვითხრობს თავისუფლების მაძიებელი მამაკაცის ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, სადაც იგი დგება მთავარი დილემის წინაშე: აირჩიოს მატერიალურად კომფორტული გზა და დათმოს საკუთარი ოცნება, თუ დარჩეს მებრძოლი თავისი ოცნების მისაღწევად.

სპექტაკლის ხანგრძლივობა: 2საათი30 წუთი.


16 ოქტ
18 ოქტ
19 ოქტ