CRYSTAL WATERS | LEVI LOVE DISCO | TOBAKO TWEEN | AVIVX

აღწერა

31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, MonoHall წარმოგიდგენთ Crystal Waters!

Crystal Waters ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორია. 90-იანებისა და ჰაუს მუსიკის აღორძინებაზე საუბრისას შეუძლებელია, რომ ეს არტისტი გამოგვრჩეს, ან არ ვახსენოთ. მსმენელი მას ყველაზე მეტად შემდეგი ტრეკების გამო იცნობს: Gypsy woman, 100% Pure Love, Destination Calabria (Alex Gaudio-სთან ერთად).

მისი სიმღერები არაერთხელ ყოფილა Billboard 100-სა და სხვა ჩარტების სათავეში მოქცეული, ხოლო 2016 წელს ჟურნალ Billboard-მა იგი შერაცხა როგორც ყველაზე წარმატებული საცეკვაო არტისტი ისტორიაში.

ივენთზე ასევე დაუკრავენ AVIVX, Levi Love Disco, Tobako Tween და ბოლოს Levi Love Disco B2B Tobako Tween.

‼️🦠 ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ივენთზე დასწრებას შეძლებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენს კოვიდ-პასს (Georgian E-Health აპლიკაციით) აქვს მწვანე სტატუსი მინიჭებული (აკმაყოფილებთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს): 🦠‼️

🟢 გაქვთ გაკეთებული ორჯერადი ვაქცინა (ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან უნდა იყოს გასული მინიმუმ 14 დღე)

🟢 გაქვთ გადატანილი Covid-19 (6 თვის განმავლობაში).

🟢 48 საათიან ინტერვალში გაქვთ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.

‼️🦠 გთხოვთ გადმოიწეროთ აპლიკაცია Georgia E-Health, შექმნათ თქვენი ანგარიში პირადი ინფორმაციის შეყვანით და თუ თქვენი ანგარიში იქნება გამწვანებული (რომელიმე კრიტერიუმს თუ აკმაყოფილებთ), შეინახეთ QR კოდი, რათა კარში გაატაროთ და ივენთზე უპრობლემოდ მოხვდეთ. 🦠

🎟 ბილეთების შეძენას შეძლებთ ონლაინ, ასევე კარზე ივენთის დღეს.

👉 ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს:

I კალათა - 60 ლარი (SOLD OUT)

II კალათა - 70 ლარი (SOLD OUT)

III კალათა - 80 ლარი (SOLD OUT)

IV კალათა - 90 ლარი

V კალათა - 100 ლარი

At Door/კარზე -120 ლარი

საშვი