visa banner
visa banner

მთის კურორტების საბაგიროები

აღწერა

შეიძინეთ სამთო კურორტების მულტიქარდი, ან შეავსეთ ბალანსი ყოველ ჯერზე მარტივად.

საბაგიროზე შესვლისას აუცილებელია თან იქონიოთ მულტიქარდი. ელექტრონული ბილეთით ან QR კოდით საბაგიროთი სარგებლობას ვერ შეძლებთ.

ბარათის დამზადებას და მიწოდების სერვისს დაჭირდება 1-3 სამუშო დღე ვერიფიკაციის გავლის შემდეგ. ბარათის მიწოდება ხორციელდება თბილისის ფარგლებში.

გაფრთხილება:

გახსნილია სასრიალო ტრასები და საბაგიროები:

პირველი, გუდაურა,სპორტული, სოლიკო, ტატრა, ზუმა, ხადა (კუდები), კუდები 2, სნოუპარკი და ბეიბი.

ბაკურიანში სასრიალოდ გახსნილია ტრასები : დიდველის არეალზე - ნოდო და დიდველი 3, კოხტას არეალზე - კოხტა პლატო.

მესტიაში გახსნილია სასრიალო ტრასები ჰაწვალი და თეთნულდი.

გოდერძიზე სასრიალო სეზონი სრულად გაიხსნა, საბაგიროები და ტრასები ღიაა ყოველდღე, ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00-16:00 საათამდე

შაბათ-კვირას: 10:00-17:00სთ.

„მულტიფასი“ – ერთჯერადი ჩატვირთვადი ქაღალდის ბარათი;

„მულტიქარდი“ – 5 ლარიანი მრავალჯერადი/ჩატვირთვადი სახელობითი ბარათი. მისი შეძენა სავალდებულო იქნება ყველა კატეგორიის აბონემენტის მსურველთათვის გარდა: „1 ასვლა“, „3 ასვლა“ და „კობის გადმოსახედი (ორივე გზა)“;

„მულტიქარდი“-ს დაბრუნება შესაძლებელია სურვილისამებრ, კურორტზე არსებულ სალაროებში დაბრუნებისთვის საჭიროა პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა. ასეთ შემთხვევაში ბარათში გადახდილი თანხა (5 ლარი) უკან უბრუნდება მომხმარებელს; უკან დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ 2023-2024 წლის ზამთრის სეზონის დიზაინის მქონე „მულტიქარდი“-ს;

„7 დღე სეზონზე“, „10 დღე სეზონზე“ და სეზონური „მულტიქარდი“ არის სახელობითი და მისი გადაცემა სხვა პირისთვის გამოყენების მიზნით დაუშვებელია! აღნიშნულის გამოვლენის შემთხვევა წარმოადგენს მესაკუთრისთვის აბონემენტის ჩამორთმევის საფუძველს!

„1 დღე სეზონზე“, „2 დღე სეზონზე“ „3 დღე სეზონზე“, „4 დღე სეზონზე“, „5 დღე სეზონზე“ და „6 დღე სეზონზე“ სახეობის აბონემენტების გამოყენება შესაძლებელია სეზონის განმავლობაში.

„7 დღე სეზონზე“, „10 დღე სეზონზე“ და სეზონური სახეობის ე.წ. მულტისკი აბონემენტების გამოყენება შესაძლებელია სეზონის განმავლობაში ყველა კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) ნებისმიერი 7 და 10 დღის განმავლობაში;

ბავშვთა ასაკი განისაზღვრება 6-12 წლამდე. მგზავრობა ნებისმიერ საბაგიროზე 6 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა;

ასაკობრივი ზღვარი არ ეხებათ სპორტსკოლის მოსწავლეებს;

სტუდენტური აბონემენტი გაიცემა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე. სტუდენტური აბონემენტის შესაძენად აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საზღვარგარეთ უნდა წარმოადგინონ ცნობა სასწავლებლიდან ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული;

საქართველოს მოქალაქე პენსიონერებზე გაიცემა 1 დღიანი აბონემენტი უფასოდ;

წესები და პირობები:

• საბაგიროზე შესვლისას აუცილებელია თან იქონიოთ მულტიქარდი. ელექტრონული ბილეთით ან QR კოდით საბაგიროთი სარგებლობას ვერ შეძლებთ.

• ბარათის დამზადებას და მიწოდების სერვისს დაჭირდება 1-3 სამუშო დღე ვერიფიკაციის გავლის შემდეგ. ბარათის მიწოდება ხორციელდება თბილისის ფარგლებში.

• ბარათი მრავალჯერადია, დამზადების დღიდან ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სეზონზე შესაძლებელია ბალანსის შევსება

• აღნიშნული ბარათი ეკუთვნის კონკრეტულ პიროვნებას და მისი გადაცემა სხვა პირისთვისაკრძალულია. აღნიშნული შემთხვევა წარმოადგენს მესაკუთრისთვის აბონემენტის ჩამორთმევის საფუძველს

• აღნიშნული ფასები და პირობები ძალაშია ზამთრის სეზონის დასრულებამდე

• საბავშვო ასაკი განისაზღვრება 12 წლამდე. მგზავრობა ნებისმიერ საბაგიროზე 6 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა;

• საბავშვო აბონემენტით სარგებლობა შეუძლიათ 12 წლამდე პირებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ბარათის ჩამორთმევა

• „მულტიქარდი“ მოქმედებს კურორტების საბაგიროებზე, გარდა შემდეგი ტიპის აბონემენტებისა: „პანორამა (3 ასვლა - დიდველი)“ და “ ღამის სრიალი“;

• შეძენილი აბონემენტის გაუქმება და თანხის დაბრუნება არ ხორციელდება

• დაკარგვის შემთხვევაში ბარათი აღდგენას არ ექვემდებარება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 0322 19 55 77

2023 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი

₾ 40.00 - დან

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქს. 10 ბარათის შეძენა

google playgoogle play

გადმოწერე აპლიკაცია და მიიღე მუდმივად განახლებული ინფორმაცია მარტივად

tnet
tnet logotnet logotnet logotnet logotnet logotnet logotnet logotnet logotnet logotnet logo