35.00 ₾ -

დან

ყაზბეგი მარათონი

კვირა, 04 სექტემბერი 10:00

აღწერა

გარბენის დისტანციები:

  • სახალისო გარბენი 4კმ, 300 ვერტიკალური მეტრი - 35 ₾
  • კლასიკური თრეილი 9კმ, 600 ვერტიკალური მეტრი - 45 ₾
  • SkyRace 15კმ, 1,300 ვერტიკალური მეტრი - 70 ₾
  • Exteme 28კმ, 2,300 ვერტიკალური მეტრი - 200 ₾ - Extreme ბილეთის შესაძენი ბმულის მისაღებად, აუცილებელია, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ( https://www.traillab.ge/kea/ ) და გამოაგზავნოთ დასადასტურებლად. დაკმაყოფილების შემთხვევაში გადმოგეგზავნებათ ყიდვის ბმული სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ იმეილზე.

ყაზბეგი მარათონი - გარბენი, რომელიც ყველას გვიყვარს, წელს 12 წლის ხდება!

წელს ჩვენ დაგვხვდება ბილიკი, რომელიც გარბენს დაუვიწყარ სამთო თავგადასავლად აქცევს. მაღალი მთები, შთამბეჭდავი ბუნება, მთის მდინარის კვეთა, ტექნიკური სექციები და მყინვარწვერის გასაოცარი ხედები ბილიკის მნიშვნელოვანი ნაწილიდან.

გარბენს ვიწყებთ სოფელი გერგეთიდან. გერგეთის სამების პარკინგის გავლით და ზამთრის ბილიკით მივემართებით საბერწემდე. უღელტეხილამდე არმისული 9 კილომეტრიანი გარბენის მონაწილეები გამობრუნდებიან უკან, ხოლო Sky და Extreme შეჯიბრის მონაწილეები გააგრძელებენ სვლას უღელტეხილისკენ, დაეშვებიან მდინარისკენ და ხიდის გადაკვეთის შემდეგ მიადგებიან ალპურ ქოხ ალტიჰათში განთავსებულ დამხმარე სადგურს. ყველაზე მოკლე, 4 კილომეტრიანი სახალისო გარბენის მონაწილეები სტარტიდან ავლენ გერგეთის სამების პარკინგამდე და დაბრუნდებიან უკან სტარტისკენ.

ალტიჰათიდან კიდევ უფრო ზევით, 1.5 კილომეტრის გავლის შემდეგ გერგეთის მყინვარის დასაწყისთან Sky დისტანცია აღწევს უმაღლეს წერტილს (3,300მ), რის შემდეგაც იწყება გრძელი დაღმართი ფინიშისკენ, ალტიჰათის, საბერწეს უღელტეხილისა და ზაფხულის ბილიკის გავლით.

Sky-სგან განსხვავებით, გერეთის მყინვართან Extreme შეჯიბრის მონაწილეებისთვის თავგადასავალი კიდევ უფრო ზემოთ მიემართება. მონაწილეები გადაივლიან მყინვარს, გადაახტებიან ყინულიან ნაკადულებს და ავლენ ბეთლემის ქოხამდე (3,650მ).

ბეთლემის ქოხი (მეტეო) მოსატრიალებელი წერტილია. ალტიჰატში შეჩერების შემდეგ, მორბენლები გაივლიან საბერწეს უღელტეხილს და გაკვალული ზაფხულის ბილიკიდან გადაუხვევენ კიდევ ერთი ქედის დასალაშქრად, რომელიც მორბენლებს სოფელ გერგეთისკენ გაუძღვება. სოფელში ჩასვლის შემდეგ მონაწილეებს საბოლოო წინაღობა დარჩებათ წინ: 2.5კმ აღმართი ფინიშამდე.

გარბენის ოთხივე დისტანცია მარკირებულია TRAILLAB-ის ხელწერით. ბილიკის გასწვრივ, მონაწილეთათვის მოეწყობა დამხმარე სადგურები:

სახალისო გარბენი, 4კმ

- გერგეთის სამების პარკინგი: 1.5კმ

კლასკური თრეილი, 9km

- ზაფხულის ბილიკი: 5.5კმ

- გერგეთის სამების პარკინგი: 6.5კმ

SkyRace, 15km

- ალტიჰათი: 7კმ

- ზაფხულის ბილიკი: 10.5კმ

- გერგეთის სამების პარკინგი: 12.5კმ

Extreme, 28კმ

- ალტიჰატი: 7კმ

- ბეთლემის ქოხი: 10.5კმ

- ალტიჰათი: 14კმ

- ზაფხულის ბილიკი: 18კმ

ფინიშისთვის განკუთვნილი დროის ლიმიტებია:

- სახალისო გარბენი, 4:00 სთ

- კლასიკური თრეილი, 3:00 სთ

- SkyRace, 4:00 სთ

- Extreme, 6:00 სთ

ყაზბეგის მარათონის ქვეყნის საზღვრებს გარეთ პოპულარიზაციისთვის Extreme და SkyRace დისტანციები სერტიფიცირებულია სამთო სირბილის საერთაშორისო ასოციაციის (ITRA) მიერ. Extreme კატეგორიის ფინიშერები მიიღებენ 2 ქულას ხოლო Sky კატეგორიის შემთხვევაში 1 ქულას. ეს ორივე დისტანცია არის UTMB 50k საკვალიფიკაციოც.

Extreme და SkyRace დისტანციის მონაწილეები გარბენზე დაიშვებიან მხოლოდ ყველა სავალდებულო ნივთის ქონის შემთხვევაში. სავალდებულო ნივთების ჩამონათვალი შემდეგ ბმულზეა: https://www.traillab.ge/kazbegi

ასაკობრივი შეზღუდვა 18+

კვირა, 04 სექტემბერი 10:00

სოფელი გერგეთი

35.00 ₾-

დან