ბათუმის ბიზნეს ფორუმი

აღწერა

IBCCS Georgia-სა და საქართველო-კვიპროსის ბიზნეს კლუბის ორგანიზებით, „აჭარის საინვესტიციო ტურის“ ფარგლებში, „ბათუმის ბიზნეს ფორუმი 2022“ გაიმართება.

ღონისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ 21 ივლისს ჩატარდება.

კონფერენციის მიზანია წარმოაჩინოს სამეწარმეო საქმიანობის მრავალფეროვნება საქართველოში და ხელი შეუწყოს ქართული თუ უცხოური ბიზნეს წრეების წარმომადგენელებს შორის მყარი საქმიანი კავშირების ჩამოყალიბებას.

ბათუმის ბიზნეს ფორუმზე მოწვეულნი არიან:

• სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები;

• სულ მცირე 150 მონაწილე საქართველოდან, კვიპროსიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, ესტონეთიდან და ა.შ.;

• ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები;

• სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები;

• IT კომპანიები;

• უძრავი ქონების შესყიდვით დაინტერესებული პირები და კომპანიები;

• იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც დაინტერესებულები არიან გადასახადების შემცირებით, ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებით საქართველოში;

• პარტნიორები სოფლის მეურნეობის, სავაჭრო-ლოგისტიკური, მეღვინეობის, ტურიზმის, ტექსტილის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების, საზღვაო ბიზნეს სფეროებიდან;

ორგანიზატორის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქართული კომპანიებისათვის ფორუმზე დასწრება უფასოა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სექტორების მიხედვით შეზღუდული ადგილების გამო, აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.

ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის მიყევით მოცემულ ბმულს: https://ibccs.tax/events/batumi2022/

დელეგაციის ვიზიტზე დეტალების გასაცნობად და მონაწილეობისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://ibccs.tax/events/batumi2022/delegation/


I კალათა - 1 130 ₾

II კალათა - 1 510 ₾

III კალათა - 1 890 ₾