45.00 ₾ -

დან

საბა იბეროს სოლო კონცერტი თბილისში

შაბათი, 22 ოქტომბერი 20:00

აღწერა

საბა იბერო, ორწლიანი პაუზის შემდეგ, განახლებული ტურით უმასპინძლებს საქართველოს.

ქართველი ფლამენკოს გიტარისტი, კომპოზიტორი და მუსიკოსი 16 წლის შემდეგ პირველად სოლო კონცერტით ესტუმრება თბილისს,

ესპანეთში აღიარებული ფლამენკოს სოლისტი 2022 წლის სეზონის ყველაზე განსაკუთრებული საკონცერტო ტურით ქართველი მსმენელის წინაშე 22 ოქტომბერს, ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში თავის ჯგუფთან ერთად წარდგება.

კონცერტზე შესრულებული იქნება ყველა საავტორო ნაწარმოები მისი პირველი სოლო ალბომიდან "Nueva era & Flamenco" , რომელიც 2019 წლის ზაფხულში გამოვიდა.

კონცერტზე მოწვეული განსაკუთრებული სტუმარი იქნება პაკო დე ლუსიას ჯგუფის სოლო გიტარისტი ანტონიო სანჩესი. იგი სპეციალური ვიზიტით ეწვევა თბილისს და საბა იბეროსთან ერთად დუეტში დაუკრავს. ეს პირველი ისტორიული მოვლენაა საქართველოში, როდესაც ქართველი და ესპანელი ვირტუოზების დუეტი და დუელი ერთად შედგება ქართველი პუბლიკის წინაშე.

საბა იბერომ, 2015 წელს სევილიის სიმფონიურ კამერულ ორკესტრთან ერთად, პირველი სოლო-პროექტი განახორციელა საფრანგეთში, სადაც დიდი წარმატება ჰპოვა ფრანგი მსმენელის წინაშე. ამის შემდეგ მან გაზარდა მოთხოვნა თავის მუსიკალურ შემოქმედებაზე და დაიწყო თავისი სოლო კონცერტებით მოგზაურობა. ესპანეთი, დანია, ჩეხეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, იტალია, ლუქსემბურგი, ავსტრია, და ა.შ...

ცნობილმა ესპანელმა გიტარისტებმა საბა იბერო აღიარეს 21-ე საუკუნის ყველაზე კონკურენტუნარიან გიტარისტად საქართველოდან.

პეპე დე ლუსია(პაკო დე ლუსიას ძმა) , ახალი თაობის ფლამენკოს გიტარისტებს შორის, საბა იბეროს, ერთ-ერთ წამყვან გიტარისტად აღიარებს, რომელიც გადმოსცემს გამაოგნებელ ექსპრესიულობას, გრძნობას, ტემპერამენტს, ვნებას და დაუჯერებელ ტექნიკას.

შაბათი, 22 ოქტომბერი 20:00

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია

45.00 ₾-

დან