KALUSH Orchestra

აღწერა

8 ივლისს MONO HALL წარმოგიდგენთ ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული ჯგუფი KALUSH Orchestra-ს კონცერტს ბათუმში.

KALUSH Orchestra ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული გახდა, სიმღერით "Stefania", რომელმაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, უდიდესი სიმპატია და მოწონება დაიმსახურა, რაც მნიშვნელოვანი განაცხადი იყო, უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომის ფონზე.

ჯგუფის ფრონტმენი Oleh Psiuk აღნიშნავს, რომ ეს სიმღერა მან დედას მიუძღვნა, თუმცა მიმდინარე მოვლენების ფონზე, აღნიშნულმა სიმღერამ დამატებითი მნიშვნელობაც შეიძინა, რაც საკუთარი სამშობლოსა და მიწა-წლის სიყვარულს გულისხმობს. ამ შინაარს კი, განსაკუთრებით კარგად ეხმიანება, სიმღერაში არსებული ტექსტიც: “I’ll always find my way home, even if all roads are destroyed”.

KALUSH Orchestra 2019 წელს დაფუძნდა და მათი მუსიკა ჰიპ-ჰოპისა და ტრადიციული უკრაინული ფოლკ მუსიკის საინტერესო შერწყმაა. ჯგუფის წევრები აქტიურად არიან ჩართული ომის შედეგად დაზარალებული ხალხის დახმარების მიმართულებით, კერძოდ კი, Oleh Psiuk-ს შექმნილი აქვს მოხალისეთა ორგანიზაცია სახელწოდებით De ty (Where Are You?).

ჯგუფის წევრები თვლიან, რომ ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანია მათი აქტიურობა შემოქმედებით სფეროში, მათი უნიკალური სტილის: რეპის, ჰიპ-ჰოპისა და ტრადიციული უკრაინული ფოლკ მუსიკის შერწყმით, რათა მსოფლიოს უკეთ მიაწვდინონ უკრაინის ხმა და ამ ყველაფერში საკუთარი წვლილი შეიტანონ.

მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 592 227 002

------

I კალათა - 30₾

II კალათა - 40₾

III კალათა - 50₾

IV კალათა - 60₾