Bounce: Evan Baggs ○ Zurkin ○ Hamatsuki ○ Kvanchi ○ Sophie Phare

აღწერა

Bounce ივენთების სერია გრძელდება განახლებული ლოკაციით და 2 ივლისს მწვანე კონცხის სუბტროპიკულ ბუნებაში გამორჩეულ არტისტებს უმასპინძლებს:

Even Baggs: ბერლინში დაფუძნებული ამერიკელი DJ და პროდიუსერია. მისი რელიზები გამოცემულია ისეთ ლეიბლებზე, როგორიცაა Time Passages, Cabaret Recordings, Timeless, Art of Dark. მისი სეტი ხასიათდება იშვიათი სელექციითა და ზუსტი მიქსინგით, რომელშიც ის ახერხებს რომ გადააბიჯოს ტექნოს, ჰაუსის და ტრანსის საზღვრებს. Even Baggs-ის მიქსი გამოირჩევა როგორც კონტინენტური ჰაუსით, ისე sci-fi ტექნო ჟღერადობით, რომელიც უფრო სწრაფი, უხეში, მდგრადი და გამჭოლია. ის არის ერთ-ერთი პირველი ვინც საკუთარ სეტებში UK Garage-ის გამიქსვა დაიწყო და ცნობილია, როგორც DJ, რომელიც სხვადასხვა ჟანრის ერთ მიქსში გაერთიანებით საკუთარ უნიკალურ საუნდს ქმნის.

Zurkin: Vodkast Records-ის დამფუძნებელი და ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი პიონერი, რომლის სეტებიც მრავალფეროვანი სელექციით გამოირჩევა.

Hamatsuki: Bassiani/Horoom-ის რეზიდენტი, რომელიც House და Lo Fi ჟღერადობაზე კონცენტრირდება. მისი რელიზები გამოცემულია ლეიბლებზე: Mind Controlled Rectifier, House Cookin’ Records, Gasp.

Kvanchi: Bassiani/Horoom-ის რეზიდენტი, პროდიუსერი და Bassiani Records-ის კურატორი. მისი სტილის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა დეტროიტის, ჩიკაგოს და ნიუ-ორკის დამახასიათებელმა ჟღერადობებმა.

Sophie Phare: ქართული საკლუბო სცენის განსაკუთრებული DJ, რომლის სეტებიც დინამიურობითა და ენერგიულობით გამოირჩევა.


Face Control

ასაკობრივი შეზღუდვა 18+

I კალათა: 40ლ

II კალათა: 50ლ

კარი: 60ლ

ფეისბუქ ივენთი:

https://www.facebook.com/events/393190776194407