მულტისკეტ არდადეგები

აღწერა

არაფორმალური განათლების სკოლა მულტისტეკი გთავაზობთ 7 დღიან საზაფხულო მულტისტეკ არდადეგებს 8 -16 წლის მოზარდებისთვის!

დაბა წაღვერში გავატარებთ მულტისტეკ არდადეგებს, ბანაკის პროგრამა ორიენტირებულია მოზარდების თვითგამორკვევისა და სოციალიზაციის საკითხებზე. დაგეგმილია სპორტულ-შემეცნებითი თამაშები, იოგა ბუნებაში და ადაპტირება ველურ პირობებში, გვექნება მეცნიერების და ტექნოლოგიების დღე, უორქშოფები სხვადასხვა დარგებში - ხელოვნება, ლიტერატურა, ბიოლოგია.

მხიარულების სპეციალისტები კი იზრუნებენ შემდეგ საკითხებზე: კოცონი, დასვენება , წვეულება, მუსიკა, გართობა და ერთმანეთის დაჯილდოება სხვადასხვა თვისებების გამოვლენისთვის.

სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ აქ: https://bit.ly/3OjhPXv