CISKARI GARDEN: MAMA SNAKE, SPFD, LY SAS

აღწერა

9 ივლისს Ciskari Garden სამ ქალ არტისტს უმასპინძლებს, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი, უკონტროლო და ჰედონისტური სულისკვეთების მქონე ღამეების შემოქმედები არიან. განსაკუთრებული სტუმარი იქნება MAMA SNAKE, კოპენჰაგენის ტექნო სცენის თვალსაჩინო ფიგურა, დიჯეი და ლეიბლის კურატორი, მულტიდისციპლინარული პლატფორმის AMNIOTE EDITIONS სულისჩამდგმელი, რომელიც სისწრაფესა და სიმძიმეზე ფოკუსირებული სეტებით წვეულებას ეიფორიულ გამოცდილებად გარდაქმნის. მასთან ერთად დაუკრავს თბილისისთვის კარგად ნაცნობი კოლექტივის, ქვიარ ღამეების სერიის HERRENSAUNA რეზიდენტი SPFDJ ღია და უკომპრომისო შემართებით. მუსიკალურ შემადგენლობას სრულყოფს პროდიუსერი LY SAS, რომელიც შეუჩერებელი ენერგიით, შრომის ეთიკითა და აგრესიული, ხანგრძლივი სეტებით აქტიურად იმკვიდრებს ადგილს ელექტრონული მუსიკის სცენაზე.

——————————————————

ასაკობრივი შეზღუდვა 18+

I კალათა - 30 ₾

II კალათა - 40 ₾

III კალათა - 50 ₾

IV კალათა - 60 ₾