cookie logo

ვებ-გვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, tkt.ge იყენებს Cookie ფაილებს. საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით TKT.GE-ს „Cookie პოლიტიკას“

თ ა მ ა შ ი

აღწერა

პ რ ე მ ი ე რ ა


პაოლო ჯენოვეზე


რეჟისორი გურანდა იაშვილი

კოსტუმების მხატვარი ანანო მოსიძე

რეჟისორის ასისტენტი ნინო ჭავჭავაძე

მონაწილეობენ:

ევა - ბუბა გოგორიშვილი

როკო - დავით ბეშიტაიშვილი

ელე - ნანკა კალატოზიშვილი

ლეო - თორნიკე გოგრიჭიანი, გიორგი ბახუტაშვილი

ბიკა - ეკა დემეტრაძე

ლუკა - გიგი ქარსელაძე

პეპე - კახა კინწურაშვილი

სოფი - რუსკა ქარქაშაძე

სპექტაკლის შესახებ:

,,არ დამალოთ თქვენი ნამდვილი გრძნობები, რადგან ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც გაქვთ“

პატარა პრინცი

დღეს ყველაზე ახლობელ ადამიანსაც კი უნდა დაუმალო შენი საიდუმლო... სამაგიეროდ ეს დაგეხმარება შეინარჩუნო ურთიერთობები, ცხოვრების ჩვეული წესი... თუ გინდა უკვე დამკვიდრებული სტაბილურობა შეინარჩუნო, ღრმად შეინახე შენი ინტიმური მიმოწერა და ფოტოები... ძალდატანებით, მაგრამ მაინც იცინე შენი მეგობრების უკბილო ხუმრობებზე, რადგანაც იცი, რომ ერთ-ერთის ცოლი მალე ბანალურ ეროტიულ შეტყობინებას შენც გამოგიგზავნის...

ამ სპექტაკლის ნახვის შემდეგ, შესაძლებელია ასეთი ამორალური დასკვნებიც კი გააკეთოთ... ამოტომ, სანამ მოხვალთ, კარგად დაფიქრდით, ვისთან ერთად ისურვებდით გამოაშკარავების სეანსზე დასწრებას, რომ დარბაზიდან გასვლის შემდეგ თქვენი დამსხვრეული მობილური მოწყობილობა თქვენივე ანარეკლად არ იქცეს...

სპექტაკლში გამოყენებულია Antonio Carlos Jobim -ის კომპოზიცია Chega De Saudade

სიმღერა No More Blues ანა დოი

პრემიერა შედგა: 2019 წლის 11 მაისს

სპექტაკლის ხანგრძლივობა 1:40 (ერთი მოქმედება)

ასაკობრივი ზღვარი-15+