სამი ჰალსტუხიანი და ანგელოზი

შაბათი, 18 დეკემბერი 19:00

აღწერა

სპექტაკლი „ჰალსტუხიანები და ანგელოზი“ არის კომედიური სპექტაკლი, რომლის პიესა დაიწერა „თავისუფალი თეატრისათვის“ ავთო ვარსიმაშვილის მიერ. პიესის მოქმედება ხდება პოლიციის საკანში სადაც მოყავთ მოქალაქეები, რომლებმაც სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს, მათ დასაცავად მათთან მოდის გოგონა ადვოკატი. ნელ ნელა ირკვევა, რომ ისინი საკანში კი არ არიან, არამედ გაუგებარ ბუფერულ ზონაში, ხოლო გოგონა, ადვოკატი კი არაა, არამედ ანგელოზი. ზონაში უნდა გაირკვეს, რა ელით მათ, სამუდამოდ აქ დარჩებიან თუ დაბრუნდებიან უკან, სიცოცხლეში. როდესაც საკნის ბინადართ, უკვე ეგონებათმ რომ მათ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, ირკვევა რომ ისინი თავისუფლები არიან და ეძლევათ შანსი თავიდან დაიწყონ ცხოვრება.

რეჟისორი:ავთო ვარსიმაშვილი.

მხატვარი: მირიან შველიძე

მონაწილეობენ: ჯაბა კილაძე, მამუკა მუმლაძე, ბაჩო ქაჯაია, თათული ედიშერაშვილი

1 დეკემბრიდან თეატრში მაყურებელი დაიშვება 18 წელს ზემოთ პირები:

  • “მწვანე პასპორტით”- (კოვიდ პასპორტი)
  • pcr -ტესტით (არაუმეტეს 72 საათის გაკეთებული)
  • ანტიგენ ტესტით (არაუმეტეს 24 საათის გაკეთებული)
  • ასევე ცნობით თუ გადატანილი აქვს კორონა ვირუსი.
•••

შაბათი, 18 დეკემბერი 19:00

თავისუფალი თეატრი