კიდევაც დაიზრდებიან

აღწერა

სეზონის გახსნა

ამოდის ვაზი - ქართველი კაცის სიცოცხლისა და ბედნიერების სიმბოლო. მის ზრდასთან ერთად მოდის სიყვარული. ქალ-ვაჟი ჯვარს იწერს. მალე ბედნიერ ოჯახს შვილი შეეძინება, ბავშვს ნათლავენ. ამ დროს საქართველოს მტერი შემოესევა. ხალხი განსაცდელშია. დედა ღმერთს შესთხოვს უშველოს მის პირმშოს, მაგრამ ამაოდ. ეკლესია ინგრევა და მის ნანგრევებში ბავშვი იღუპება. დასაფლავების დღეს დედა შვილს იტაცებს, ტყეში მიჰყავს, მთელი ღამე უმღერის იავნანას. დედის სიმღება მისი შემზარავი გოდება „იავნანა“ ბავშვს აცოცხლებს. მინდორში გუთანი მოსჩანს. გლეხები შრომობენდა კვლავ გაისმის განგაშის ხმა, რომელიც ომის დაწყებას აუწყებს ხალხს, მამაკაცებს ომში ისტუმრებენ. მარტოს დარჩენილი ქალები ქმრებსა და შვილებს ელოდებიან. ბრძოლის ველიდან კი უმხედროდ ბრუნდებიან ცხენები. განადგურებული ქართველი კაცის ცხოვრებას ისევ დედის „იავნანა“ და ვაზის უკვდავება უბრუნებს სიცოცხლეს, ბედნიერებას.