visa banner
visa banner

სარჩევი

წესები და პირობები

ტერმინთა განმარტება

1. განცხადებები და გარანტიები2. კომპანიის პასუხისმგებლობის შეზღუდვა3. ფასდაკლების პრომოკოდი4. ღონისძიების გაუქმება/გადადება/ცვლილებისა და დაბრუნების/გადაცვლის პოლიტიკა5. მატერიალური პასუხისმგებლობის შეზღუდვა6. მასალების გამოყენების პირობები7. თაღლითობის/საეჭვო შემთხვევის დაფიქსირების წესი8. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავათა გადაწყვეტის წესი9. კონფიდენციალობის პოლიტიკა10. ერთიანი ხელშეკრულება11. კომუნიკაცია12. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა13. ცვლილებების შეტანა14. გარდამავალი დებულებები

წესები და პირობები

ზოგადი პირობები

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს „თინეთი“ (შემდგომში „კომპანია“, „ჩვენ“ ან TKT.GE) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე ხელშეკრულებას, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ კომპანიის კუთვნილი ვებგვერდის/აპლიკაციის (შემდგომში პლატფორმა) გამოყენებასა და მომსახურების მიღებას.

წინამდებარე „წესებზე და პირობებზე“ დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ სურს კომპანიის მიერ ოპერირებად პლატფორმაზე ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისებით სარგებლობა.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მომსახურების წესებსა და პირობებს, რომელსაც გთავაზობთ კომპანია სხვადასხვა გასართობი/კულტურული/სპორტული და ა.შ. სახის ეროვნულ და საერთაშორისო ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების შესაძენად. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთის სარეალიზაციოდ წარმოადგენს TKT.GE, როგორც პრომოუტერი ამა თუ იმ ღონისძიების ორგანიზატორის სურვილის/შეკვეთის მიხედვით.

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება თქვენი თანხმობის საფუძველზე, წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალობის პოლიტიკის შესაბამისად.

რეგისტრაციის ფორმაში “ვეთანხმები წესებს და პირობებს”- მონიშვნით თქვენ ასევე ეთანხმებით კონფიდენციალობის პოლიტიკას.

მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი ანგარიშის დახურვა. მომხმარებლის ანგარიშის (პროფილის) დახურვის პროცედურა განისაზღვრება წინამდებარე წესების და პირობების დანართი 1-ით (იხ. დანართი 1 ანგარიშის (პროფილის) დახურვის პროცედურა).

ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს კომპანიის პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი „წესები და პირობები“, შესაბამისად პლატფორმაზე რეგისტრაციისას და ბილეთების შეძენის შემთხვევაში თქვენ ეთანხმებით წინამდებარე მომსახურების წესებსა და პირობებს, ასევე TKT.Ge-ის მიერ ორგანიზატორისათვის თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარებას. TKT.GE უფლებას იტოვებს, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები მომსახურების პირობებში, რაც ავტომატურად განთავსდება კომპანიის ვებ - გვერდზე.

გაითვალისწინეთ, რომ ქვემოთ მოცემული წესები და პირობები შეიძლება იქნას განახლებული ნებისმიერ დროს ტექნიკური ცვლილების საფუძველზე. ჩამოთვლილი წესები და პირობები ვრცელდება მხოლოდ თინეთის მიერ რეალიზირებულ ბილეთებზე.

TKT.GE ბილეთის სარეალიზაციოდ განთავსების წინ, კომპანიასა და ორგანიზატორს შორის ფორმდება მომსახურების ხელშეკრულება/კონტრაქტი, რომელიც აცხადებს თანხმობას TKT.GE -ს მიერ შეთავაზებულ სერვისზე.

ტერმინთა განმარტება

წინამდებარე ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:

კომპანია/Tkt/ჩვენ/ჩვენი - შპს „თინეთი” (რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 402116474, მისამართი: ქ, თბილისი, ნუცუბიძის ქ. #129ა, სართ. 3; კომპანიის საერთო ელ-ფოსტა: [email protected]; [email protected]). კომპანია, რომელიც საშუალებას აძლევსნებისმიერ მსურველს/მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, საიტის ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით შეიძინოს სხვადასხვაორგანიზატორის მიერ დაგეგმილი კულტურული, გასართობი, სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთები/აბონემენტები.

ღონისძიება - Tkt.ge-ზე განთავსებული ნებისმიერი კულტურული, გასართობი, სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიება.

ორგანიზატორი - ფიზიკური პირი ან კომპანია, რომელიც Tkt.ge-ს სერვისებით (ვებ-საიტი, ფიზიკური სალარო და მობილური აპლიკაცია) ახდენს ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების რეალიზაციას.

მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ორგანიზატორის მიერ დაგეგმილი ღონისძიების ბილეთების შეძენას, განიხილავს შეთავაზებით სარგებლობას ან სარგებლობს შეთავაზებით საიტის, ფიზიკური სალაროსა თუ მობილური აპლიკაციის მეშვეობით. მომხმარებელი ვალდებულია ყურადღებით გაეცნოს საიტის წესებსა და პირობებს ბილეთების შეძენის წინ, რომელიც იმოქმედებს შეძენის დასრულების შემდეგაც.

ვებგვერდი - ნიშნავს კომპანიის კუთვნილ/სარგებლობაში არსებულ ვებგვერდს: TKT.GE.

გამოყენების წესები - ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და პროდუქტთან, რომელიც შეთავაზებულია ვებგვერდზე/აპლიკაციაში ან ვებგვერდის/აპლიკაციის მეშვეობით;

პლატფორმა - კომპანიის მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს კომპანიის ვებ-გვერდს, აპლიკაციას ან/და ხელმისაწვდომ ყველა სხვა ალტერნატიულ არხსა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს, მათ შორის კომპანიის მიერ მომხმარებლების მისამართით განხორციელებულ ნებისმიერი სახის კომუნიკაციას შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით;

სერვისის საკომისიო - კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურებების საფასური (ბილეთის დაგენერირებას, სმს და მეილით ინფორმირების სერვისს და სხვ.)

ტრანზაქციის საკომისიო - ბანკის ან სხვა საგადახდო კომპანიების მიერ განსაზღვრული საკომისიო ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქციის დროს. (ბილეთების შეძენა, თანხის დაბრუნება და სხვ.)

სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით.

1. განცხადებები და გარანტიები

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს და ეთანხმება, რომ:

1.1 არის ფიზიკური სრულ ქმედუნარიანი პირი (მინიმუმ 18 წლის) ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებაუნარიანი იურიდიული პირი და ამავდროულად არ არის ევროკავშირის მოქალაქე ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის რეზიდენტი პირი ან ევროკავშირიში დაფუძნებული იურიდიული პირი.

1.2 არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს კომპანიის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;

1.3 გააჩნია სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს (ელექტრონულად ღილაკის მონიშვნით, თანხმობის გაცხადების გზით) და შეასრულოს ამ წესებით და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებები;

1.4 გაეცნო წინამდებარე „წესებს და პირობებს“ და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;

1.5 მის მიერ წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია/მასალა არის ზუსტი;

1.6 მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);

1.7 პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;

1.8 მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული კომპანიის ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;

1.9 იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე წესებით და პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;

1.10 თანახმაა, პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, კომპანიამ, მის მიერ გაცემული თანხმობის ფარგლებში მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები;

1.11 მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;

1.12. ვებგვერდის/პლატფორმის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას;

1.13. არ გამოიყენებს რაიმე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით მომსახურების გამოყენებასთან მიმართებაში;

1.14. მომხმარებელი ადასტურებს, რომ არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც:

1.14.1. არღვევს კომპანიის კონფიდენციალურობისა და ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და სტანდარტებსა;

1.14.2. არის უკანონო, დამაბნეველი, დისკრიმინაციული ან თაღლითური;

1.14.3. არღვევს ან ლახავს სხვების უფლებებს;

1.14.4. შეიცავს ვირუსებს ან მავნებელ კოდებს ან ნებისმიერ ინფორმაციას, რაც ზღუდავს, ართულებს ან აზიანებს ვებგვერდის/აპლიკაციის, ან მისი კონტენტის ან ჩვენი სერვისების სათანადო მუშაობას ან გამართულობას;

1.14.5. მომხმარებელს ანიჭებს უნებართვო წვდომის ან კომპანიის ვებგვერდიდან ავტომატური საშუალებების გამოყენებით (კომპანიის წინასწარი თანხმობის გარეშე) ინფორმაციის შეგროვების ან ისეთ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას, რაზედაც მომხმარებელს კომპანიისგან ნებართვა არ მიუღია.

1.15. იქ სადაც გთავაზობთ მესამე მხარის პროდუქციასა და მომსახურებაზე წვდომას, ან ჰიპერბმულებს ვებგვერდებზე/პლატფორმაზე, ამას ვაკეთებთ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ინფორმაცია ან საკითხები შეიძლება გამოსადეგი იყოს ჩვენი პლატფორმის მომხმარებელთათვის. ასეთი ბმულები არ წარმოადგენს მესამე მხარის მიერ ამ პლატფორმაზე განთავსებული მოსაზრებების, იდეების, პროდუქტების, ინფორმაციის ან სერვისების დადასტურებას. თქვენ იყენებთ მესამე მხარის ინფორმაციას ან /და ბმულს თქვენი რისკით და ჩვენ არ ვიღებთ (ვადასტურებთ) პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას ამ მესამე მხარის ინფორმაციის ან/და საიტების შინაარსის, გამოყენების ან ხელმისაწვდომობის შესახებ. ჩვენ არ ვადასტურებთ ასეთი მესამე მხარის მონაცემებს ან ინფორმაციის შინაარსს ან სიზუსტეს და არც იმის გარანტიას ვიძლევით, რომ ასეთი შინაარსი თავისუფალია საავტორო, სასაქონლო ნიშნის ან მესამე მხარის სხვა უფლებების დარღვევისაგან ან ასეთი მონაცემების შინაარსი თავისუფალია ვირუსების ან სხვა მავნებლობისგან. შესაბამისად, ჩვენ არ ვიძლევით არავითარ გარანტიას ან წარმომადგენლობას და არ გვეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი მესამე მხარის მიერ მოწოდებული ნებისმიერი ელექტრონული ინფორმაციის შესახებ (მის შინაარსზე), მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერი ელექტრონული შინაარსის სიზუსტის, საგნის, ხარისხის ან დროულობის თაობაზე.

1.16. კომპანია არ არის პასუხისმგებელი, მათ შორის:

1.16.1. მომხმარებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ან შეუსრულებლობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;

1.16.2. მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაციის სიზუსტეზე და ასეთი უზუსტობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;

1.16.3. მომხმარებლის მიერ მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე.

1.16.4. პორტალზე ტექნიკური პრობლემის/შეფერხების გამო დამდგარ შედეგზე.

1.16.5. კომპანია ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია კომპანიის მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი პროდუქტის მიწოდებაზე ან/და მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად;

1.16.6. კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მომხმარებლის ნებისმიერ ქმედებას, მომხმარებლის მიერ რომელიმე ხელშეკრულების, მათ შორის ამ წესებისა და პირობების დარღვევას, მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შეუსაბამობას და ა.შ.

2. კომპანიის პასუხისმგებლობის შეზღუდვა

2.1. TKT.GE პასუხს არ აგებს მესამე პირების (მათ შორის ორგანიზატორის) მოქმედებაზე, მათ ვებ-გვერდებზე განთავსებულ ინფორმაციაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ მესამე პირების ვებ-გვერდზე განთავსებულია ბმული, რომლითაც ხორციელდება TKT.GE -ის ვებ-გვერდზე გადასვლა.

2.2. TKT.GE არ იძლევა ვებ-გვერდის უწყვეტად ფუნქციონირების გარანტიას, შესაბამისად იგი პასუხს არ/ვერ აგებს თუ დროის გარკვეულ მონაკვეთში ვებ- გვერდი ან მისი რომელიმე სერვისი გახდა მთლიანად ან ნაწილობრივ მიუწვდომელი, დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი და სხვა.

2.3.TKT.GE პასუხს არ აგებს ქსელების, სისტემების, სერვერების, პროვაიდერების, მოწყობილობების, სერვისების ტექნიკურ ან პროგრამულ გაუმართაობაზე, გადამცემი ხაზების ხარვეზებზე; შეწყვეტაზე ან დაყოვნებაზე მონაცემთა დამუშავების / გადაცემის პროცესში; მომხმარებლის მასალების განადგურებაზე, მოპარვაზე, არასანქცირებულ წვდომაზე.

2.4. TKT.GE პასუხს არ აგებს მომხმარებლის ან სხვა პირის მოწყობილობის (კომპიუტერი, პლანშეტი, მობილური და სხვა) დაზიანების შემთხვევებზე, თუ აღნიშნული გამოწვეული იქნა მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდიდან ან ვებ- გვერდზე განთავსებული ბმულის/კავშირის გამოყენებით, ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის ან / და პროგრამის ჩამოტვირთვის გამო.

2.5.TKT.GE იტოვებს უფლებას უარყოს ან გააუქმოს მომხმარებლის მოთხოვნები/ტრანზაქციები, რომლებთანაც კომპანიას გააჩნია სამართლებრივი დავა; რომელმაც ადრე უკვე დაარღვია კომპანიის წესები და პირობები; რომელიც ეჭვმიტანილია რაიმე სახის თაღლითობაში, მათ შორის პლასტიკური ბარათების გადახდებთან დაკავშირებულ თაღლითობაში; რომლებიც განახორციელებენ პლასტიკური ბარათების ყალბ ან არასრულ საიდენტიფიკაციო მონაცემთა გამოყენებას და სხვა.

3. ფასდაკლების პრომოკოდი

3.1. ფასდაკლების პრომოკოდი არის ერთჯერადი და უნიკალური. მისი გამოყენება შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ მხოლოდ ერთ კონკრეტულ ღონისძიებაზე (გარდა მატარებლის სერვისებზე/ბილეთებზე) რამდენიმე ან ერთი ბილეთის შეძენისას.

3.2. პრომოკოდის ვადა განისაზღვრება კომპანიის მიერ წინასწარ, მომხმარებლის მიერ მისი შეძენის დროს.

3.3. პრომოკოდის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ კომპანიის/ორგანიზატორის მიერ ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში. პრომოკოდით შეძენილი ბილეთის ღირებულება დაბრუნებას არ ექვემდებარება.

4. ღონისძიების გაუქმება/გადადება/ცვლილებისა და დაბრუნების/გადაცვლის პოლიტიკა - ღონისძიების გაუქმების/გადადების/ცვლილების პირობები

4.1. TKT.GE წარმოადგენს მხოლოდ შუამავალ კომპანიას, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორის დავალებით ახდენს ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების რეალიზაციას. შესაბამისად, TKT.GE პასუხს არ აგებს ღონისძიების გაუქმების, გადადების, ცვლილების (ღონისძიების ჩატარების ადგილის, პროგრამისა და სხვა) შემთხვევაში. მომხმარებელს მოთხოვნის უფლება წარმოეშვება ღონისძიების ორგანიზატორის მიმართ. მიუხედავად ამისა, TKT.GE შეეცდება დახმარება გაუწიოს მომხმარებელს ღონისძიების ორგანიზატორთან დაკავშირებასა და სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში.

4.2. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორი ჩვენი კომპანიის საშუალებით დააბრუნებს გაუქმებული ან გადადებული ღონისძიების ბილეთების თანხებს, მომხმარებელს უბრუნდება მხოლოდ ბილეთის საფასური კომპანიის მომსახურებისა და ტრანზაქციის საკომისიოს გამოკლებით.

4.3. ღონისძიების გაუქმების, გადადების ან სხვა ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში TKT.GE უფლებას იტოვებს მოახდინოს იმ მომხმარებლის ინფორმირება, რომელსაც შეძენილი აქვს კონკრეტული ღონისძიების ბილეთი. აღნიშნული წარმოადგენს ნებაყოფლობით მომსახურებას, რაც შეიძლება განხორციელდეს მოკლე ტექსტური შეტყობინების, სატელეფონო კომუნიკაციის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით TKT.GE -ისათვის ცნობილ მომხმარებლის მონაცემებზე ან უბრალოდ ინფორმაციის სახით განთავსდეს კომპანიის ვებ- პორტალზე www.tkt.ge ან სოციალურ არხებში.

4.4. TKT.GE არის შუამავალი პლატფორმა მომხმარებელსა და ორგანიზატორს შორის, რომელიც არ იღებს მონაწილეობას და არ არის ჩართული მის მიერ გასაყიდი ღონისძიებების საორგანიზაციო საქმიანობაში. ასევე არ იძლევა გარანტიას ბილეთების გაყიდვა/არ გაყიდვასთან ან/და ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით.

4.5. საიტზე ღონისძებების განთავსება ხდება ორგანიზატორის სურვილისამებრ და მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად მაგრამ არ შემოიფარგლება:

- გასაყიდი ბილეთების რაოდენობა;

- მაქსიმალური ბილეთების რაოდენობა, რაც დასაშვებია ერთი მომხმარებლის მიერ შეძენის შემთხვევაში;

- ასაკობრივი შეზღუდვა;

- ბილეთის დაზღვევით შეძენა;

- გასაყიდი ბილეთების ფასი;

- აბონემენტების ფასი;

- ფასდაკლებების პრომოკოდები და სხვა.

!გაითვალისწინეთ, რომ ვერიფიცირებული ღონისძიების შემთხვევაში ორგანიზატორი უფლებამოსილია არ დაუშვას ღონისძიებაზე ბილეთის მფლობელი პირი, თუ იგი არ აკმაყოფილებს ორგანიზატორის მიერ დაწესებულ ვერიფიცირების/ღონისძიების წესების პირობებს.

- დაბრუნების/გადაცვლის წესი

4.5. შეძენილი ბილეთების საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, გარდა წესების და პირობების 4.6-ში მითითებული საგამონაკლისო შემთხვევებისა.

4.6. თანხის დაბრუნება საგამონაკლისო შემთხვევების დროს:

(ა) TKT.GE იტოვებს უფლებას, გაუქმებული ან გადადებული ღონისძიების შემთხვევაში თანხის დაბრუნება განახორციელოს მხოლოდ არსებული წესებისა და პირობების გათვალისწინებით.

(ბ) TKT.GE მომხმარებელს ატყობინებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სატელეფონო კომუნიკაციის, ელექტრონული ფოსტის, სმს შეტყობინების სახით ან/და სოციალური ქსელების საშუალებით.

(გ) გამონაკლის შემთხვევაში, TKT.GE-ს გადაწყვეტილებით რეგისტრირებულ მომხმარებელს თანხა დაუბრუნდება TKT.GE -ს რეგისტრირებული მომხმარებლის ბალანსზე, ხოლო არარეგისტრირებული მომხმარებლის მიერ შეძენილი ბილეთის თანხა დაბრუნდება იმ ბარათზე, რომლიდანაც მომხმარებელმა განახორციელა გადახდა.

(დ) მომხმარებლის მიერ შეკვეთისა და გადახდის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში TKT.GE უფლებამოსილია მომხმარებლის მოთხოვნის მიუხედავად არ დააბრუნოს მომხმარებლის მიერ ბილეთში გადახდილი თანხა. ამასთანავე, TKT.GE არ არის პასუხისმგებელი წარმატებით ჩატარებული ღონისძიების ბილეთის თანხის დაბრუნებაზე.

(ე) ბილეთების ღირებულების მომხმარებლისთვის დაბრუნებაზე გადაწყვეტილებას იღებს ღონისძიების ორგანიზატორი. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ორგანიზატორის მიერ შეკვეთის ან ბილეთის ღირებულების მომხმარებლისთვის დაბრუნებაზე უარის გაცხადებით დამდგარ შედეგებზე.

(ვ) იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორი ჩვენი კომპანიის საშუალებით დააბრუნებს გაუქმებული ან გადადებული ღონისძიების ბილეთის/შეკვეთის თანხას, მომხმარებელს უბრუნდება მხოლოდ ბილეთის საფასური კომპანიის მომსახურებისა და ტრანზაქციის საკომისიოს გამოკლებით.

4.7. საქართველოს რკინიგზის ბილეთის დაბრუნებისას მოქმედებს რკინიგზის მიერ დადგენილი შემდეგი წესები:

- თუ მატარებლის გასვლამდე დარჩენილია 3 საათზე ნაკლები - ბილეთი დაბრუნებას არ ექვემდებარება;

- დაბრუნებისას ბილეთის ფასს აკლდება სულ მცირე მინიმალური ოდენობა - 1.50 ლარი;

- მატარებლის ბილეთის გაუქმების/დაბრუნების შემთხვევაში კომპანიის მომსახურებისა და ტრანზაქციის საკომისიო ღირებულება დაბრუნებას არ ექვემდებარება.

- მგზავრობამდე 15 საათზე ნაკლებ დროში ბილეთის დაბრუნებისას - დასაბრუნებელ თანხას აკლდება მინიმალურ ოდენობას მინიმალურ ოდენობას (1.50 ლარი) + ბილეთის ღირებულების 15%;

- მგზავრობამდე 4 საათზე ნაკლებ დროში ბილეთის დაბრუნებისას - დასაბრუნებელ თანხას აკლდება მინიმალურ ოდენობას (1.50 ლარი) + ბილეთის ღირებულების 30%.

- ელექტრონული ბილეთი შეგიძლიათ დააბრუნოთ მატარებლის საწყისი სადგურიდან გასვლამდე 3 საათით ადრე. მგზავრს უბრუნდება სამგზავრო დოკუმენტის (ბილეთის) თანხა საკომისიო ღირებულების გარეშე.

- წინამდებარე დაბრუნების წესები შესაძლოა შეიცვალოს რკინიგზის მითითების საფუძველზე

4.8. კინოს ბილეთების დაბრუნებისას მოქმედებს შემდეგი წესები:

- კინოს ბილეთის დასაბრუნებლად, აუცილებელია, იყოთ დარეგისტრირებული ჩვენ საიტზე და გაწევრიანებული TKT Club-ში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციის გარეშე შეძენილი ბილეთების დაბრუნებას ვერ შეძლებთ.

- ბილეთის თანხა ბრუნდება კლუბის სტატუსის მიხედვით:

- Basic - ბილეთის ღირებულების 60%

- Silver - ბილეთის ღირებულების 80%

- Gold - ბილეთის ღირებულების 90%

- დაბრუნების ფუნქციით სარგებლობისთვის, აუცილებელია, რომ კინოსეანსის დაწყებამდე დარჩენილი იყოს მინიმუმ 4 საათი.

4.9. ავია ბილეთის გადაცვლისას მოქმედებს შემდეგი წესები:

- ავია ბილეთის გადაცვლასთან დაკავშირებით მომხმარებელი უფლებამოსილია დაუკავშირდეს ავია კომპანიას ან/და TKT.GE-ს;

- TKT.GE-სთან დაკავშირების შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა მიმართოს TKT.GE-ს ფრენის დაწყებამდე არაუგვაინეს 24 საათით ადრე; (გაითვალისწინეთ, რომ TKT.GE-ს სამუშაო საათებია 11:00-19:00)

- TKT.GE გადასცემს შესაბამის ავია კომპანიას მომხმარებლის მოთხოვნას ბილეთის გადაცვლის შესახებ. TKT.GE არ არის პასუხისმგებელი ავია კომპანიის უკუკავშირზე ;

- ბილეთის გადაცვლის საკითხს ავია კომპანია განიხილავს და წყვეტს საკუთარი შიდა პოლიტიკის, წესებისა და პირობების ან/და სხვა რელევანტური რეგულაციების შესაბამისად;

- ნებისმიერი სახის პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა მიმართოს ავია კომპანიას. TKT.GE არ არის პასუხისმგებელი ბილეთის გადაცვლაზე, ავია კომპანიის კომუნიკაციასა ან/და ბილეთის გადაცვლასთან დაკავშირებულ სხვა ტექნიკურ თუ სხვა სახის დეტალებზე;

4.10. ავია ბილეთის დაბრუნების წესი:

- ავია ბილეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით მომხმარებელი უფლებამოსილია დაუკავშირდეს ავია კომპანიას ან/და TKT.GE-ს;

- მომხმარებლის მიერ TKT.GE-სთან დაკავშირების შემთხვევაში, TKT.GE უკავშირდება ავია კომპანიას. TKT.GE არ არის პასუხისმგებელი ავია კომპანიის უკუკავშირზე;

- TKT.GE არ არის პასუხისმგებელი ბილეთის დაბრუნებასთან, ავია კომპანიის კომუნიიკაციასა ან/და ბილეთის დაბრუნებასთან დაკავშირებულ სხვა ტექნიკურ დეტალებზე;

- ბილეთის დაბრუნების საკითხს შესაბამისი ავია კომპანია განიხილავს და წყვეტს საკუთარი შიდა პოლიტიკის, წესებისა და პირობების ან/და სხვა რელევანტური რეგულაციების შესაბამისად; კომპანია არ არის პასუხისმგებელი ავია კომპანიის გადაწყვეტილებებზე.

- ავია კომპანია ბილეთის დაბრუნების შემთხვევაში თავად განსაზღვრავს მომხმარებლისთვის დასაბრუნებელ თანხის ღირებულებას. ავია კომპანია მომხმარებლისთვის დასაბრუნებელ ღირებულებას ურიცხავს TKT.GE-ს მომხმარებლის ან/და TKT.GE-ს მომართვიდან 30-90 დღის განმავლობაში.

- TKT.GE მომხმარებელს ავია კომპანიის მიერ დაბრუნებული თანხიდან უბრუნებს კომპანიის საკომისიოსა და ტრანზაქციის საკომისიოს გამოკლებით არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

4.11. ავია ბილეთის სხვა პირზე გადაცემის წესი:

4.11.1. არ ხორციელდება ავია ბილეთის სხვა პირზე გადაცემა.

4.11.2. TKT.GE არ აგებს პასუხს მგზავრობასთან დაკავშირებულ არც ერთ საკითხზე ან/და მათ ინფორმირებაზე მგზავრებისთვის (საზღვარზე წარსადგენი დოკუმენტაცია, Covid რეგულაციების მოთხოვნები და სხვ.);

4.11.3. TKT.GE არ აგებს პასუხს მგზავრის ფრენაზე არ გამოცხადებისა ან/და დაგვიანების შედეგებზე;

4.11.4. TKT.GE პასუხს არ აგებს ფრენასთან დაკავშირებული დეტალების მომხმარებელთან კომუნიკაციაზე. ასეთ კომუნიკაციას ახორციელებს შესაბამისი ავია კომპანია;

4.11.5. ავია ბილეთებთან დაკავშირებული საკითხების TKT.GE -სთან კომუნიკაცია არ არის სავალდებულო. მომხმარებელი უფლებამოსილია უშუალოდ დაუკავშირდეს შესაბამის ავია კომპანიას;

4.11.6. შპს თინეთი (TKT.GE) უფლებამოსილია არ დაიბრუნოს მომხმარებლის მიერ შეძენილი ბილეთები, რაზეც მას არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა.

4.11.7. საგამონაკლისო შემთხვევებში, TKT.GE უფლებამოსილია თავისი დისკრეციითა და გადაწყვეტილებით დაიბრუნოს მომხმარებლის მიერ შეძენილი ბილეთები წინამდებარე წესებით განსაზღვრული პირობებით.

5. მატერიალური პასუხისმგებლობის შეზღუდვა

TKT.GE -ის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება იმ თანხით, რაც წარმოადგენს TKT.GE -ის ანაზღაურებას მომხმარებლის მიერ სადავო შემთხვევის ფარგლებში გადახდილი საფასურიდან, ყველა გადასახადის, მოსაკრებლისა და საკომისიოს გამოკლებით. მომხმარებლებისაგან ბილეთებთან დაკავშირებული პრეტენზია განიხილება მხოლოდ ღონისძიების ჩატარების თარიღამდე არაუმეტეს 1 დღისა.

6. მასალების გამოყენების პირობები

TKT.GE-ის საიტზე განთავსებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ტექსტური, ფოტო და გრაფიკული გამოსახულება წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას და მისი გამოყენება ან დუბლირება TKT.GE-ის წერილობითი ნებართვის გარეშე აკრძალულია. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

7. თაღლითობის/საეჭვო შემთხვევის დაფიქსირების წესი

7.1 კომპანიის პლატფორმაზე უჩვეულო ან საეჭვო ტრანზაქციების დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს 995322195577 ან მიმართოთ კომპანიას ელექტრონული შეტყობინების გზით მისამართზე: [email protected]

7.2. მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს +995322195577 ან ვებგვერდზე არსებული სხვა საკომუნიკაციო არხებით), იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის როგორც მომხმარებლის პირადი ანგარიშის (პროფილის) უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით;

8. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავათა გადაწყვეტის წესი

8.1. ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

8.2. დავის განხილვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ხორციელდება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ.

9. კონფიდენციალობის პოლიტიკა

9.1. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალობის პოლიტიკას. (კონფიდენციალობის პოლიტიკის გასაცნობად გადადით შემდეგ ბმულზე). ჩვენს ვებგვერდზე შესვლით და ვებგვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით კონფიდენციალობის პოლიტიკას და ჩვენი ვებგვერდით სარგებლობის ყველა პირობას.

9.2. TKT.GE ახორციელებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად. ამასთან მომხმარებლის მიერ შეთავაზების გამოყენება (შეძენა ან შეძენის მცდელობა) წარმოადგენს მის დამატებით თანხმობას პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. TKT.GE უფლებას იტოვებს დაამუშაოს მომხმარებლის მონაცემები პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის კანონით დასაშვებ ფარგლებში, ხოლო მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა. TKT.GE უფლებას იტოვებს, ხოლო მომხმარებელი თანახმაა, გადაეცეს მისი პერსონალური მონაცემები ღონისძიების ორგანიზატორს მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ანგარიშის გაუქმება და მონაცემების წაშლა თავისი პროფილის გვერდიდან.

9.3. TKT.GE მიმართავს ყველა გონივრულ საშუალებას, რათა უზრუნველყოს მომხმარებლის მონაცემების დაცვა. TKT.GE პასუხს არ აგებს თუ მესამე პირთა მიერ განხორციელდა უკანონო წვდომა მომხმარებლის მონაცემებზე (მათ შორის, პერსონალური მონაცემები, საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემები და სხვა).

9.4. დანაშაულის თავიდან არიდების, პირისა და საკუთრების უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით TKT.GE უფლებამოსილია ღონისძიებათა მიმდინარეობისას შემშვებები, ე.წ მესკანერეები აღჭურვონ სამხრე კამერებით, რასაც მომხმარებელი კონკრეტული ღონისძიების ბილეთების შეძენით ავტომატურად ეთანხმება. აღნიშნული ვიდეო/აუდიო ჩანაწერი კომპანიის ბაზებში შეინახება 1 (ერთი) თვის ვადაში და მასზე წვდომა ექნებათ მხოლოდ TKT.GE-სა და ღონისძიების ორგანიზატორს.

10. ერთიანი ხელშეკრულება

წინამდებარე წესები და პირობები მომხმარებლებსა და კომპანიას შორის დადებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას პლატფორმის ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს პლატფორმასთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.

11. კომუნიკაცია

ნებისმიერი საკითხის დასაფიქსირებლად თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს, TKT.GE-ს ელექტრონული ფოსტაზე ან კომპანიას ოფიციალურ Facebook გვერდზე, ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით (11:00-19:00).

12. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა

12.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მომხმარებლის მიერ ამ წესებსა და პირობებზე თანხმობის გაცხადების შემდეგ და ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის/ანგარიშის (პროფილის) გაუქმებამდე.

12.2. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს.

12.3. მომხმარებელი ხელშეკრულების შეწყვეტას ახდენს კომპანიისთვის წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. მომხმარებელი ვალდებულია ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების კომპანიისთვის გაგზავნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა სრულად დაფაროს კომპანიისა და გამყიდველის წინაშე არსებული დავალიანება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

13. ცვლილებების შეტანა

13.1. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ ხელშეკრულებაში და კონფიდენციალობის პოლიტიკაში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ზემოთხსენებული ცვლილების შემდეგ ვებგვერდის და მომსახურების გამოყენების გაგრძელება ჩაითვლება მომხმარებლის ხელშეკრულების ცვლილებებზე თანხმობად.

13.2. მომხმარებელი უფლებამოსილია კომპანიის ვებგვერდზე ან/და აპლიკაციაში ინფორმაციის განთავსებიდან 10 (ათი) კალენდარული ვადაში ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ამ წესებისა და პირობების მოქმედება ამ ხელშეკრულების 13.3 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

13.3. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ისარგებლებს ამ ხელშეკრულების 14.2 პუნქტში აღწერილი უფლებით, კომპანიის მიერ შეთავაზებული ცვლილებები (დამატებები) ჩაითვლება მომხმარებლის მიერ მიღებულად, ხელშეკრულება კი შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად. კომპანიას უფლება აქვს ცვლილება, რომელიც არ აუარესებს მომხმარებლის მდგომარეობას ძალაში შეიყვანოს კომპანიის ვებგვერდზე ან/და აპლიკაციაში მისი განთავსებისთანავე.

14. გარდამავალი დებულებები

14.1. წესებსა და პირობებზე დათანხმებით თქვენ თანახმა ხართ მიიღოთ საინფორმაციო და სარეკლამო სახის მეილები თქვენს მითითებულ ელ.ფოსტაზე.

14.2. წინამდებარე პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე;

14.3. კომპანია უფლებამოსილია, სათანადო საფუძვლის არსებობისას ან/და ლეგიტიმური მიზნით, მოსთხოვოს მომხმარებელს, ხოლო ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც კომპანია მოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;

14.4. კომპანია იტოვებს უფლებას, ცალმხრივად შეაჩეროს ან შეწყვიტოს პირის რეგისტრაცია ან ვებგვერდზე ავტორიზაცია, თუ ჩათვლის, რომ ის არასწორად, წინამდებარე წესების და პირობების ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მოქმედებს;

14.5. კომპანია უფლებამოსილია მომხმარებელს შეუწყვიტოს ან შეუჩეროს მომხმარებლის ანგარიშზე წვდომა, წაშალოს მისი განცხადება ან მომხმარებლის ანგარიში (პროფილი) ასეთ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არღვევს წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრულ წესებს ან საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. აღნიშნულს შემთხვევაში. აღნიშნული უფლების განხორციელებისას კომპანია თავისუფლდება ყველა სახის პასუხისმგებლობისგან.

14.6. კომპანია არ აგებს პასუხს ვებგვერდის ფუნქციონირების დროებით შეწყვეტის ან შეფერხების გამო, თუმცა იღებს ყველანაირ ზომას ასეთი შეფერხებების თავიდან ასაცილებლად.

14.7. კომპანიას უფლება აქვს მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი, შეიტანოს მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, გასცეს (გამოსცეს) ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები, ელექტრონული ხელმოწერა, ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა, აგრეთვე ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.

14.8. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე;

დანართი 1

ანგარიშის (პროფილის) დახურვის პროცედურა

თქვენ (მომხმარებელი) უფლებამოსილი ხართ ნებისმიერ დროს კომპანიის პლატფორმაზე მომხმარებლის რეგისტრირებული ელ-ფოსტიდან კომპანიის ელექტრონულ ფოსტის მისამართზე [email protected] წერილობითი მიმართვით მოითხოვოთ თქვენი ანგარიშის (პროფილის) დახურვა და მონაცემების წაშლა .

ანგარიშის (პროფილის) დახურვის მოთხოვნამდე დარწმუნდით, რომ ყველა თქვენი ვალდებულება შესრულებულია და არ გიფიქსირდებათ მიმდინარე დავალიანება ან ვალდებულება გამყიდველის/კომპანიის მიმართ.

თქვენი მომართვის დაფიქსირებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ჩვენ მოვახდენთ თქვენი მოთხოვნის შესრულებას - თქვენი ანგარიშის დახურვასა და მონაცემების წაშლას.

დახურულ ანგარიშზე არსებული პერსონალური მონაცემების რეგულირება

თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლის უფლება განისაზღვრება პერსონალურ მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს მოქმედი კანონით.

კომპანია ახდენს თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლას ისეთი მეთოდებით როგორიცაა დაშიფვრა და ფსევდონიმიზაცია. თქვენი მხრივ, თქვენ უნდა გაასუფთაოთ ქეში, ქუქი ფაილები და ისტორია თითოეული ბრაუზერისგან, რომელიც გამოიყენეთ კომპანიის ანგარიშზე შესასვლელად. თუ თქვენ ჩამოტვირთეთ კომპანიის აპლიკაცია თქვენს ნებისმიერ მოწყობილობაზე, თქვენ უნდა წაშალოთ ის.

ანგარიშის (პროფილის) დახურვის შესახებ თქვენ კომპანიისგან მიიღებთ შესაბამის შეტყობინებას.

ანგარიშის (პროფილის) დახურვისა და პერსონალური მონაცემების წაშლის საგამონაკლისო შემთხვევები.

ჩვენ არ შეგვიძლია დავხუროთ ან წავშალოთ თქვენი ანგარიში (პროფილი) /მონაცემები თუ:

- თქვენ გიფიქსირდებათ მიმდინარე ვალდებულება/დავალიანება კომპანიის/გამყიდველის მიმართ;

- ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა თაღლითური ან უკანონო ქმედებების გამოვლენის/თავიდან აცილების/შემსუბუქების ან გამოძიების მიზნით;

- ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა ჩვენთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად;

- ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად და მათი მოგვარების გზების მოსაძიებლად;

- არსებობს ბრძანება/განკარგულება/გადაწყვეტილება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები შენარჩუნება/შენახვაზე;

თუ თქვენი მონაცემების წაშლას ვერ განვახორციელებთ რაიმე სახის მიზეზით, იგი შენარჩუნებული იქნება ჩვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად.

google playgoogle play

გადმოწერე აპლიკაცია და მიიღე მუდმივად განახლებული ინფორმაცია მარტივად

tnet
tnet logotnet logotnet logotnet logotnet logotnet logotnet logotnet logotnet logotnet logo